ავიაკატასტროფა საფრანგეთში – ყველა მგზავრი დაღუპულია

თვითმფრინავის მგზავრთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები იყვნენ, ასევე ესპანეთის მეფეს ფილიპ VI-ეს

საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

ეარბას-320, რომელიც ბარსელონიდან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა რეისს, ქალაქ დინ-ლე-ბენთან, მთიან ზონაში ჩავარდა. ავიაკომპანია ადასტურებს, რომ ბორტზე 144 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის არიან გერმანიის, ესპანეთისა და თურქეთის მოქალაქეები.

რთული რელიეფის გამო მაშველები შემთხვევის ადგილზე მისვლას ვერ ახერხებენ. ცნობილია, რომ რადარიდან გაუჩინარებამდე პილოტებმა შველა ითხოვეს.

მომხდარის შესახებ ესპანეთის მეფემ საფრანგეთში ვიზიტისას შეიტყო და დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა. ფელიპე მეექვსე დღეს ცოტა ხნით მხოლოდ საფრანგეთის ლიდერს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში საპატრულო პოლიციის მანქანას ესროლეს
შემდეგი სტატიაძალოვანთა უფლებებს ახალი დეპარტამენტი დაიცავს