ავთანდილ სუდაძე: აეროპორტის მხარეს უკვე სეტყვაა

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ვერეს ხეობაში ევაკუაციას პირადად ესწრებოდა.

როგორც ავთანდილ სუდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობას აქვს ინფორმაცია “მძიმე წვიმის” შესახებ, რის გამოც იქნა მიღებული გადაწყვეტილება ვერეს ხეობის დაცლის შესახებ.

“მძიმე წვიმა უნდა მოვიდეს, 40 წუთის განმავლობაში უნდა იწვიმოს და უსაფრთხოების მიზნით ხალხი გამოგვყავს ხევიდან. მივიღეთ ინფორმაცია, რომ აეროპორტის მხარეს უკვე სეტყვაა. არ ვიცით, რა არის მოსალოდნელი, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ევაკუაცია მოვახდინოთ,” – აცხადებს ავთანდილ სუდაძე.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი: თბილისის თავზე 11-კილომეტრიანი ღრუბელია
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი დაზარალებულ მოქალაქეებს საბანკო ვალდებულებების გასტუმრებაში დაეხმარება