ადრიატიკის ზღვაში დაღუპული მამა ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ

ადრიატიკის ზღვაში, სამგზავრო გემ “ნორმან ატლანტიკზე” კატასტროფის დროს დაღუპული არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ცხედარს საქართველოში ხვალ გადმოასვენებენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირის ცხედარს თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამოასვენებენ.
მამა ილია კარტოზიას ცხედარი იტალიის ქალაქ ბარიში იყო დასვენებული. ქართველი სასულიერო პირის სულის მოსახსენებელი წირვა ბარიში, წმინდა ნიკოლოზის საფლავზე აღასრულეს.
ადრიატიკის ზღვაში, ბორან Norman Atlanti-ზე ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
არსებული ინფორმაციით, მამა ილიას ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიჰაკერების მეშვეობით რომის პაპმა მესამე მსოფლიო ომი “გამოაცხადა”
შემდეგი სტატიაევროპის ქვეყნებში უსაფრთხოების მიზნით დაცვა გააძლიერეს