ადვოკატ რობიზონ ხურცილავას ოჯახში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია

სამართალდამცველებმა ხონის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში რობიზონ ხურცილავას ოჯახს ყაჩაღურად დაესხნენ თავს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. სახლიდან კი გაიტაცეს ძვირფასეულობა და VOLKSWAGEN-ის მარკის ავტომანქანა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავა ოკუპირებულ აფხაზეთს სტუმრობდა… იცოდა თუ არა პრესამ ამის შესახებ?
შემდეგი სტატიაახალციხეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების პროცესში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ