ადვოკატი – ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

იმ შემთხვევაში, თუკი გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი ნამდვილად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილის დაკითხვა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ნამდვილად შეხვდა თუ არა იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
“ვერ დავადასტურებ, ნამდვილად გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. მაგრამ თუკი იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ფხალაძე – არ შეიძლება, სამართლებრივ აქტად იყოს განხილული, რაც ხდება ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის
შემდეგი სტატია“მას შემდეგ, რაც სააკაშვილი წავიდა, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავები კარგად თანამშრომლობენ”