ადეიშვილის, მერაბიშვილისა და მესხელის „ასპიტთა ბუდე“

ვანო მერაბიშბილი

11296492_464606003699592_242740755_oფაქტები, რომლის დავიწყება არ შეიძლება და რომელზედაც წესითა და კანონით ვიღაცას მაინც უნდა ეგო პასუხი. საინტერესო ინტერვიუ საინტერესო დეტალებით.
„თაიმერს“ ესაუბრება რეზო სანდროშვილი, ეკონომისტი, იურისტი, სამცხე-ჯავახეთის ბიზნესის ინტერესების დაცვის კავშირი, თავმჯდომარე:
_ სამცხე-ჯავახეთში ექვსი რაიონული სამომხმარებლო კოოპერაცია და 25-მდე სხვადასხვა კოოპერაციული ორგანიზაცია არსებობდა, მათ შორის ცეკავშირის ახალციხის უნივერსალური ბაზა, რომელიც ჩემი თაოსნობით, როცა იქ ვმუშაობდი, გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად. 2001 წელს არჩეული ვიყავი ახალციხის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ და საკრებულოს მდივნად, საკრებულოში შემოვიდა დასამტკიცებლად ბიუჯეტი, განხილვისას აღმოჩნდა რომ პედაგოგების განათლების დაფინანსებისათვის გამოყოფილ ხარჯებში იყო ერთი მუხლი, რომლის თანახმადაც, თითქოსდა 1995 წელს სტიქიამ დააზიანა რაიონის სკოლები, რომ ვერ იქნა გაცემული გაწეული სამუშაოს ანაზღაურება და გამგეობის თავმჯდომარე, რომელიც ვანო მერაბიშვილის ნათესავი იყო, აფორმებდა ხელშეკრულებას კერძო სამშენებლო სუბიექტებთან მასწავლებლების ხელფასების ხარჯზე ანაზღაურებოდა ამ კომპანიებს დავალიანება. რა თქმა უნდა ამას შევეწინააღმდეგე, გამგებელს ერთპიროვნულად ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება და მეორე, ხელფასი დაცული მუხლია, მითუმეტეს, როცა ცენტრალური ბიუჯეტიდან ჩამორიცხულ თანხებზე იყო საუბარი. პარალელურად 12 სკოლის პედაგოგების კოლექტიური წერილი შემოვიდა საკრებულოში, ისინი უხელფასობას ჩიოდნენ.
_ რეაქცია?
_ ჩემს პროტესტს მოჰყვა ჩემთვის არასასიამოვნო შედეგი, იძულებული გავხდი მასალები გადამეგზავნა რაიონის პროკურატურისათვის. ერთ დღესაც გავიგე რომ საკრებულოში მოუწვევიათ რიგგარეშე სხდომა და გამომიცხადეს იმპიჩმენტი. მაშინ ჯერ კიდევ კანონი ასე თუ ის კანონობდა, ნაციონალები ხელისუფლებაში მოსასვლელად ემზადებოდნენ და სასამართლო შედარებით თავისუფალი იყო ზეწოლისაგან. მე მოვახერხე ჩემი ინტერესების დაცვა, განაცდურიც ავიღე და სამსახურშიც აღმადგინეს. სამწუხაროდ, ჩემი დევნის პროცესი მაინც არ შეჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ გამგებელი და მისი მოადგილე იძულებული გახდნენ გადამდგარიყვნენ. როცა ჩვენს საკრებულოს ვადა ამოეწურა, ახალი ასოცირებული საკრებულო აირჩიეს, რომელმაც ახალი გამგებელი დანიშნა. ბიუჯეტის გადაქაჩვის მასშტაბები გაიზარდა! ვერაფერი რომ ვერ მომიხერხეს ცეკავშირის თანამშრომლებს დააწერინეს კოლექტიური განცხადება თითქოს მე დავანგრიე ყველაფერი და ამავდროულად თითქოს მე გავაყალბე საკრებულოში დოკუმენტი და როსტომ დონაძე, „ცნობილი“ გურამ დონაძის მამა, იყო ამ ყველაფრის ერთ-ერთი ინიციატორი. დაიწყო გამოძიება საკრებულოს საბიუჯეტო კომისიის ოქმის გაყალბების ფაქტზე. 12 წელი მიდიოდა ამ საქმის ძიება, დაახლოებით ორი წლის წინ გავიგე რომ შეუწყვეტიათ ძიება. პარალელურად მოხდა კიდევ სხვა ფაქტი, ახალმა გამგებელმა გადასცა პროკურატურას მასალები, იმიტომ რომ ბიუჯეტის თანხები მიდიოდა სადღაც… „ცნობილი“ მესხელი იმ პერიოდში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატ მესხთა კავშირი“ ხალხი ჩუმად ამ ორგანიზაციას „ასპიტთა ბუდეს“ ეძახდა და დღემდე ეძახის. ამირან მესხელმა პირადად შეიტანა სარჩელი ახალციხის პროკურატურაში საკრებულოს წინააღმდეგ რომ საკრებულომ არასწორად მიიღო გადაწყვეტილება და რაიონის გამგებელს 9000 ლარიანი ხარჯი გადაუფარა. საკრებულოს ინტერესებს ვიცავდი მე, რაიონის გამგეობის მდივანი გოგოლაური, მოსამართლე იყო თელიაშვილი. დაუსაბუთებელი იყო ვანო მერაბიშვილის, მისი მეუღლის თაკო სალაყაიას, ამირან მესხელის და მისი მეუღლის (გვარი არ მახსენება) დაფუძნებული „დემოკრატ მესხთა კავშირის“ საჩივარი. მე მაშინ ვთხოვე ამირან მესხელს, ნუ აურევთ ერთმანეთში საქმის რეალობას და თქვენს პოლიტიკურ ინტერესს, როგორც ჩანს ეს ეწყინა მესხელს და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ მე 12 წელი მდევდნენ, მერე დევნიდნენ ჩემს ძმებს. ამას დაემატა ისიც რომ ასპინძაში გაჩნდა ადეიშვილის ინტერესები, თედორაძესთან დაკავშირებით. იქ ჩემი ძმა იყრიდა კენჭს, ადეიშვილი და თედორაძე კი ნათესავები იყვნენ. თუ ვინმე მუშაობდა ასპინძაში ყველა რაღაც შემხებლობაში იყო ადეიშვილთან, ყველა რეპრესირებული იქნა მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც.
_ ფაქტი?
_ ერთ-ერთმა ადეიშვილმა, ძმები იყვნენ, გაუპატიურების ფაქტზე იყვნენ დაკავებულები. ხალხმა ეს ძმები რაიონიდან მოკვეთა, ზურაბ ადეიშვილის მამამ შეიფარა ეს ძმები. აი, ამ ტიპის ხალხი გვდევნიდა ჩვენ და ამ ტიპის ადამიანებმა მომიკლეს ძმა. სხვა დროს ვისაუბროთ ჩემი ძმების დევნაზე და გარდაცვალებაზე. ამ ტრაგედიის შემდეგ ყოფილმა კოლეგებმა შემომთავაზეს ცეკავშირის საგანგებო ყრილობა მოგვეწვია. მე დავიწყე ჩემი ძმების და ჩემი ინტერესების დაცვისათვის ბრძოლა, მითუმეტეს რომ ჩემი ძმის გარდაცვალების ფაქტზე ძიება ისე არ მიდის როგორც უნდა მიდიოდეს. მოკლედ, აღმოჩნდა რომ ცეკავშირის ახალციხის უნივესალური ბაზა სამმა კაცმა გადაინაწილა ერთმანეთში. მილიონიანი ბაზა სამოცი ათას ლარად შეიძინა მერაბიშვილის ფავორიტმა ვინმე სამელ აგიკიანმა. ეს არის ის პიროვნება რომელსაც ნაციონალური ხელისუფლებისათვის სომხეთიდან ხმები მოქონდა. ვანო მერაბიშვილის დედამ მთხოვა შეხვედრა… ჩემი მეუღლის, ჩემი და კიდევ ერთი ქალბატონის უნივერსიტეტის პროფესორის გულქან ქურასბედიანის მიმართ განხორციელდა რეპრესიები, პოლიტიკური მოსაზრებით დაგვითხოვეს სამსახურიდან, რაც მე გავახმოვანე. ამის შემდეგ თხოვა ვანო მერაბიშვილის დედამ ქალბატონმა ჟენიამ შეხვედრა. თავდაპირველად მე არ ვიცოდი თუ ამის გამო მთხოვდა ის შეხვედრას. მძიმე შეხვედრა გვქონდა, მან იწივლა-იკივლა, არც მე დამიკლია ყვირილი. სიმართლე გითხრათ ჩვენ შორებლები არ ვიყავით, ვანოს მამა სერგო 7 წელი ჩემი მოადგილე იყო, ცუდი ურთიერთობა არ გვქონია, მაგრამ დღემდე ვერ გავიგე რა მოხდა და რამ გადარია ეს ხალხი! მე ვუთხარი რას გადაეფოფრეთ ლონდარიძეს, აღიკიანს, თედორაძეს? როგორ ესენი ეხმარებიან ჩემს შვილსო, – კიოდა. სერგოს ვუთხარი კიდეც, არა გრხვენია 7 წელი ერთად ვიმუშავეთ თუ რამე სიკეთე ნახეთ ჩემს ხელში ნახეთ, რატომ დააკავეთ ჩემი ძმა, არ შეგეძლო შვილისთვის გეთქვა უსამართლობას ნუ ჩადიხარო? მე გამომიშვით უნივერსიტეტიდან, ჩემი მეუღლე გამოუშვით, ამით მიხდით სიკეთეს? ვინ არის აღიკიანი რომ აქციებს გვართმევს? ეგრეა საჭირო და სხვა რამე ნახეო, – მიპასუხა სერგომ. ვკითხე – რა ვნახო სერგო? ჩემთვის გასაგები იყო ამათ რომ ვერ მოვერეოდი, მაგრამ ვიცოდი რომ ერთ დღესაც გათენდებოდა, ამიტომ ვიბრძოდი როგორც შემეძლო. რამდენიმე დღის წინ მირეკავს ახალქალაქიეს რაიკოოპკავშირის გამგეობის თავმჯდომარე ხაჩიკ ტონაკანიანი, იქნებ გვიშველოთ, აზმანის ყიდვა გადაწყვიტა როინ ადამაძემ. ადამაძემ თავის დროზე ცეკავშირის საკუთარი ქონება მიუგდო ხელისუფლებას საჯიჯგნად, ახლა ამ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. ბატონმა ხაჩიკამ მითხრა რომ აზმანას ადამაძე ყიდულობს. როგორ ყიდულობს ვეკითხები რანაირად, ეს ხომ თქვენია, რაიკოოპერატივის? იქ არიან ეკომიგრანტები ჩასახლებული და ეს სოფელი აღდგენილია ცეკავშირის სახსრებით. გადავხედე ადამაძის ე.წ. ბიზნეს გეგმას, რომელიც ანალოგია ბავშვს რომ ფოჩიან კანფეტს გადაიგდებ, ვითომ ზრუნვის გამსახატავად. ადამაძეს 102 „იბერია“ აქვს შექმნილი ცეკავშირის ქონებით სადაც ყველა თავისი ნათესავი ყავს დასაქმებული. აღმოჩნდა რომ საქართველოს სამომხმარებლო კოოპერაცია საერთაშორისო კოოპერაციული ალიანსიდან გამოიყვანა, არ გადაიხადა წლიური საწევრო და თავისი შექმნილი „იბერიები“ შეიყვანა!
_ რას ყიდულობს ადამაძე?
_ ანუ რა ხდება? ცეკავშირიდან ძალადობით წაიღეს მთელი ქონება, ვითომ ნებაყოფლობით დაათმობინეს ბევრს ქონება, ჩამოყავდათ თბილისში ღამით ატარებინებდნენ კრებებს, მიყავდათ პროკურატურაში და აფორმებინებდნენ ქონებას. დღემდე ვინც მაშინ ამ ქონებების გადაფორმებაში მონაწილეობდნენ, მუშაობენ სახელმწიფო სამსახურებში მაღალ თანამდებობებზე. ადიგენს, ასპინძას არაფერი დაუტოვეს, ბორჯომი დღემდე წვალობს და ა.შ. ახალქალას და ნინოწმინდას რაღაცეები დარჩა.
ქონების წართმევის შემდეგ საქართველოს პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ რომელი ქონებაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდათ კოოპერაციულ სტრუქტურებს თუ სხვა ორგანიზაციებს, რომელიც არ არის სახელმწიფო ორგანიზაციები და ვერ მოახერხეს ამ მართლზომიერი მფლობელობაში არსებული ქონების დაკანონება, არჩევნებამდე 2012 წლის 1 იანვრიდან, გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. ანუ 10-ჯერ მეტი ფასი უნდა გადაიხადო ეს ქონება რომ გამოისყიდოს – მიწა სახელმწიფოსია, შენობა თუ გინდა დაანგრიე და წაიღე!

ასეთი სიტუაციაა ცეკავშირში. 2013 წლის 30 იანვარს ცეკავშირის გამგეობამ ახალი გამგეობა აირჩია, წარადგინეს რეგისტრაციაზე, რაც არ ესაიმოვნა ადამაძეს. „გატანია“ საშიშროება რომ იგრძნო დაწერა განცხადება და რეგისტრაციის განხორციელებას ხელს უშლიდა. ის აცხადებს რომ ბევრ კოოპერაციას ხელი არა აქვს სინამდვილეში რეგისტრაციის თანხმობაზე ხელი მოწერილი. და რა აღმჩნდა? თათბირზე დაიბარა ხალხი, რომელთაც ფურცელზე მოაწერინა ხელი და ეს ხელმოწერა განცხადებისთვის გამოიყენა, ანუ სიყალბეზე წავიდა! ადამაძეს დაახლოებით 20 მილიონაინი ქონება აქვს მიტაცებული, რომლის საფუძველზედაც აქვს თავისი 102 „იბერია“ დაარსებული, ახლა აზმანას ყიდვის შემდეგ 103-ე „იბერიას“ დააფუძნებს. რას აკეთებს? არ ვიცი, ჯერჯერობით მხოლოდ ქონებები მიაქვს. რაც სახელმწიფოს გადაურჩა ახლა ადამაძეს მიაქვს. მადა კი აქვს, მერე აზმანა მოუვიდა თვალში. ჩვენ მაინც პერიფერიაში ვართ, კომუნიკაციის საშუალება კი არის, მაგრამ ახალი კანონი არის არა მხოლოდ ერთი კუთხის უბედურება, ესაა საერთო უბედურება! და ამას დროზე უნდა მიექცეს ყურადღება.

banner
წინა სტატიაშიშოთა მალაშხია – “ნაციონალური მოძრაობა” “აფხაზთა კრებასთან” ერთად დევნილების მძლავრი მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს
შემდეგი სტატიაივიცა დაჩიჩი – ეუთო ცდილობს, არც ერთი კონფლიქტური რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს