“ადეიშვილისთვის წითელი ცირკულარის გაუქმება ლტოლვილის სტატუსს უკავშირდება”

zurab adeiSvili

სახალხო დამცველის ოფისი ზურაბ ადეიშვილის ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოღებას ეხმაურება.

ომბუდსმენის მოადგილის განმარტებით, წითელი ცირკულარის გაუქმება ადეიშვილის მიერ ლტოლვილის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

„თუ კი პირს აქვს ლტოლვილის სტატუსი, ეს ნიშნავს, როგორც საერთაშორისო ნორმებით, ასევე შიდა კანონმდებლობით, რომ ის მაინც არ დაექვემდებარება გადმოცემას,“ – განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ.

ომბუდსმენის მოადგილის თქმით, ლტოლვილის სტატუსი არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის შინაარსთან. მისი თქმით, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძველი გაწერილია საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვითაც.

banner
წინა სტატიაშიქართულ ავიაკომპანიებს რუსეთის 7 ქალაქში რეგულარული ფრენის უფლება ექნებათ
შემდეგი სტატიასკანდალი უკრაინაში: ეუთო რუსების სასარგებლოდ ჯაშუშობს