ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

გადატვირთული ქუჩები, რეკრეაციული ზონების დეფიციტი, საფეხმავლო სივრცეების სიმწირე და გარემოს დაბინძურება – ამ თემების განსახილველად სასტუმრო “რედისონში” ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-8 საერთაშორისო ფორუმი დაიწყო.

შეხვედრას ეკონომიკის მინისტრი და თბილისის მერი ესწრებიან.

ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ფორუმი ეძღვნება ადგილობრივი ურბანული ინტეგრირებული განვითარების თემას. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის განვითარება მოხდეს დინამიურად.

თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა.

დღის ბოლოს თბილისის მერიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელშეკრულება გაფორმდება.

 

banner
წინა სტატიაშივახტანგ ხმალაძე: პარლამენტმა უნდა დაადასტუროს მინისტრების ნდობის საკითხი
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს მიმართვას დღეს გაუგზავნის