,,აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებს განვუმარტავ, რომ შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ განაცხადები”

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
შეხევდრას არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელობასთან ერთად აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებიც ესწრებიან.
“შეხვედრაზე გავესაუბრები სამოქალაქო საზოგადოებას, თავად დაზარალებულებს. კიდევ ერთხელ მივაწოდებ მათ ინფორმაციას, რომ მსურს დავიწყო გამოძიება, ასევე დაზარალებულებს მივაწოდებ ინფორმაციას მათ უფლებებთან დაკავშირებითაც და განვუმარტავ, რომ შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ განაცხადები და ითანამშრომლონ გამოძიებასთან”, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ ფატუ ბენსუდამ.
შეხვედრა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილი: გამოძიება წლებია გაჭიანურებულია
შემდეგი სტატიაშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს