აბუ-დაბიში საქართველოს საელჩოს, დუბაიში კი საკონსულოს გახსნა იგეგმება

საქართველო მომავალი წლისთვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აბუ-დაბიში გაიხსნება საელჩო, ხოლო დუბაიში გენერალური საკონსულო.
მისივე თქმით, კონკრეტულ ვადებზე ჯერ ვერაფერს იტყვის, მაგრამ ყველა ფორმალური მხარე მოგვარებულია.
რაც შეეხება თანხებს, ახალი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშიდაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ელექტრომომარაგება 7 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება
შემდეგი სტატიაევროპის უმაღლესი სასამართლო: აშშ-ს კომპანიები ევროპელების პირად მონაცემებს არ იცავენ