აბულაძის მეგობარი: ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ჰქონდა, ჩაბარდებოდა

შალვა აბულაძის მეგობარი, რამინ მამედოვის ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, რომ აბულაძეს მეტი გზა არ ჰქონდა და თვითონ ჩაბარდებოდა.

“ჩემი აზრით, იგი თვითონ ჩაბარდებოდა იმიტომ, რომ ისეთ წერტილში მოარტყეს, მეტი გზა არ ქონდა. მის 4 ძმაკაცს ნარკოტიკი ჩაუდეს, მათ შორის ჩემს ძმას და ასევე ერთ-ერთ მის დეიდაშვილს. ძებნილი აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მეც ვყავდი წაყვანილი ახალციხეში და მითხრეს, თუ არ ვეტყოდი სამუდამო პატიმრობა მემუქრებოდა. საუბარია პოლიციელის წინა მკვლელობაზე”, – განაცხადა მიხეილ მამედოვმა.

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის მეგობარი რამინ მამედოვი ნარკოდანაშაულის ბრალდებით გუშინ დააკავეს. საქალაქო სასამართლოში მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

თავად შალვა აბულაძე სამართალდამცავებმა ბორჯომში ცოტა ხნის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიშსს პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს
შემდეგი სტატიაშალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა