“აბრეშუმის გზის” ფორუმის მეორე დღე – მონაწილეებს პრემიერმინისტრმა მიმართა

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გრძელდება. ღონისძიების მეორე დღე პრემიერმინისტრმა გახსნა. მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური პოტენციალი მიმოიხილა.

“ჩვენ მცირე მაგრამ სტრატეგიული მდებარეობის ქვეყანა ვართ. ქვეყანას შესანიშნავი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. გვჯერა, რომ ბიზნესგარემო გამჭვირვალე და ღია უნდა იყოს. მსოფლიო ბანკის მიხედვით, ჩვენ მე-15 ადგილას ვართ, მე-4 ადგილას ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის თვალსაზრისით. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ კორუფცია, პრაქტიკულად, ყველა დონეზე აღმოვფხვარით. ბოლო 5 წლის განმავლობაში მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოვიზიდეთ. ჩვენ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა გვქონდა.

ჩვენი მიზანია, მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ ახალ ინვესტორებს. მოგეხსენებათ, რომ დიდი საინვესტიციო ფონდები ჩამოყალიბდა, ერთია საპარტნიორო და მეორე თანაინვესტირების ფონდი. საპარტნიორო ფონდი ხელს უწყობს სახელმწიფო კერძო ფპარტნიორობის ფორმატში პროექტების განხორციელებას. თანაინვესტირების ფონდი კი კერძო კაპიტალის მომზიდველია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესია.

“კანონის უზენაესობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ნებისმიერი დავის გადაწყვეტა მთავრობის ყოველგვარი ჩარევის გარეშე ხდება,”-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ორი კვირის წინ მსოფლიო ბანკმა მმართველობასთან დაკავშირებით ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო რეიტინგში მოწინავე ადგილას აღმოჩნდა.

საქართველოს პრემიერმა განსაკუთრებული მადლობა ჩინეთისა მთავრობის წარმომადგენლებს გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშისირიაში რუსების წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის გმირი იბრძვის…
შემდეგი სტატია„თბილისობა 2015“-ის განსხვავებულ პროგრამით გაიმართება