,,აბრეშუმის გზის,, დამაარსებელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

ross-ulbrichtნიუ იორკის სასამართლომ, ნარკოტიკების საერთაშორისო ინტერნეტ-მაღაზიათა ქსელის ,,Silk Road,, (აბრეშუმის გზა) დამაარსებელს უილიამ როს ულბრიხტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
,,რაშა თუდეის,, ცნობით, 31 წლის კალიფორნიელი ყველა წაყენებულ ბრალდებაში დამნაშავედ სცნეს… ბრალდებად კი მას ნარკოტიკებით ვაჭრობა,ჰაკერული შეტევები და ფულის გათეთრება ჰქონდა წაყენებული. ულბრიხტის თხოვნამ, მისთვის ისეთი სასჯელი მიეცათ, რომ სიბერეში მაინც ყოფილიყო თავისუფალი, სასამართლოზე არ გაჭრა.
აღსანიშნავია, რომ ულბრიხტმა ,,აბრეშუმის გზა,, 2011 წელს დაარსა და ის ამ ქსელის მეშვეობით ნარკოტიკულ და ფსიქონტროპულ საშუალებებს, ინტერნეტით კრიპტო-ვალუტა ბიტკოინებზე ისე ჰყიდდა, რომ გარიგების მონაწილეები ინკოგნიტოდ რჩებოდნენ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მხოლოდ 2013 წელს შესძლო ამ ქსელის დახურვა და ულბრიხტის დაპატიმრება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ კუბა ტერორიზმის სპონსორების სიიდან ამოშალა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა