აბაშიძე-კარასინის ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს-ხელისუფლებაში საკითხის გადახედვაზე საუბრობენ

აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლაზე ხელისუფლებამ ღიად დაიწყო საუბარი. საოკუპაციო ხაზზე არსებული პრობლემების მოგვარების გზებს მთავრობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირდაპირ დიალოგში ხედავს. მმართველი გუნდი სავარაუდოდ კარასინი–აბაშიძის მოლაპარაკების ფორმატს გადახედავს.

მმართველ გუნდში ფორმატის შეცვლაზე დაწყებული განხილვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს. დიპლომატიური უწყება რუსეთთან დიალოგის ერთადერთ, უცვლელ სივრცედ ჟენევის ფორმატს ასახელებს.

ვიდრე თბილისში რუსეთთან დიალოგის გზებს ეძებენ, უცნობია სურს თუ არა ახალი ფორმატის შექმნა რუსეთის ხელისუფლებას. ამ კითხვაზე პასუხი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესაც არ აქვს.

გაუქმდება თუ გაფართოვდება აბაშიძე–კარასინის ფორმატი ეს ხელისუფლებაში კონსულტაციების შემდეგ გაირკვევა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთმა შესაძლოა ნავთობსადენი გადაჭრას”-აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: აგრესია არ სცილდება ოკუპირებულ ტერიტორიებს,რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა დაუდგინა