“Украинская правда”: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს და ამ მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესშია. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდას” ოდესის გუბერნატორის პრესსამსახურის თანამშრომელმა დენის სამიგინმა განუცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესშია” – განუცხადა მან გამოცემას.
მანამდე კი სააკაშვილის მოადგილემ მარია გაიდარმა გამოცემა “მედუზასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს და თავადაც არ აპირებს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის კონსტიტუცია ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – განათლებაში ინვესტირებული თანხა სახელმწიფოს ასმაგად დაუბრუნდება
შემდეგი სტატიაინციდენტი ფიფაში…. ბლატერს თავზე დოლარები დააყარეს!!! (VIDEO)