А-320-ის მფრინავი დაჯახების მანიოვრებს სხვა რეისებზეც აკეთებდა

ფრანგი გამომძიებლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ალპებში მომხდარი კატასტროფის ავტორს ანდრეას ლუბიცს ეხება, მფრინავი გასულ რეისებში სწვლობდა მკვეთრი დაშვების მანიოვრებს.
24 მარტს “Аэробуса-320”-ზე მომხდარ კატასტროფას 150 ადამიანი ემსხვერპლა.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კატასტროფის დღეს დუსელდორფიდან ბარსელონაში მიმავალ რეისზე მეორე მფრინავმა ლუბეცმა, ნებართვის გარეშე რამდენირმე მკვეთრი დაშვება განახორციელა.
ფრანგული გამოძიების მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ დაშვებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა. მათი მონაცემებით, 27 წლის მეორე მფრინავმა კაბინის კარი შიგნიდან ჩაკეტა და რამდენიმე წუთით ტუალეტში იყო გასული კაპიტანი კაბინაში არ შეუშვა, რომლის შემდეგაც დაშვება განახორციელა და თვითმფრინავი ალპებს შეაჯახა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: პარლამენტის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერის იმედი მაქვს
შემდეგი სტატიაცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდამ თავი მოიკლა