АВС: ამერიკის მოქალაქეს ისლამური სახელმწიფოს უფროსის ძალადობას ემსხვერპლა

АВС: ამერიკის მოქალაქეს ისლამური სახელმწიფოს უფროსის ზალადობას ემსხვერპლა

 АВС: ამერიკის მოქალაქეს ისლამური სახელმწიფოს უფროსის ზალადობას ემსხვერპლაამერიკული АВС, ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ 26 წლის ამერიკელი კაილ მიულერი, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებთან ტყვეობაში დაიღუპა, სექსუალურ ძალადობას განიცდიდა დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაქარ ალ-ბაგდადის მხრიდან.
“ჩვენ გვითხრეს, რომ კაილის აწამებდნენ და ისე ექცეოდნენ, როგორც ალ-ბაგდადის საკუთრებას, ამის შეახებ მთავრობის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს” – ამბობენ АВС-სთან ინტერვიუში დაღუპული ახალგაზრდა ქალბატონის მშობლები.

კაილი მიულერი სირიის ქალაქ ალეპოს ჰოსპიტალში ვოლონტიორად მუშაობდა. ის “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა 2013 წელს გაიტაცეს.

დაჯგუფებამ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ კაილი თითქოსდა ერთ-ერთი ავიადარტყმის დროს დაიღუპა.
აშშ-ს მთავრობა კაილიზე ინფორმაციის გავრცელებისას ორი იეზიდი გოგონას ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც ასევე ბოევიკების ტყვეები იყვნენ და რომლებიც გაანთავისუფლეს. მათი თქმით, კაილი დაჯგუფების ლიდერის საკუთრება იყო და ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიახოდორკოვსკი არჩევნებზე მასშტაბური დაკვირვებისთვის ემზადება