ჯემალ ფუტკარაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

news
: news მარტი 8, 2015 15:10 განახლებულია

ჯემალ ფუტკარაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

მნიშვნელოვანი

  • 8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის - ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი.

სხვა სტატიები

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ჯემალ ფუტკარაძე პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველოდან გარიცხეს.
როგორც “თაიმერს” პარტიიდან აცნობეს, ფუტკარაძემ წერილობითი გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ მოახდინა დისციპლინარული გადაცდომა, რის შედეგადაც პარტიის სამდივნომ მისი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო.
“8 მარტს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ განიხილა პარტიის წევრის – ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი. პარტიის გენერალურმა მდივანმა – კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ, რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა – პარტიიდან გარიცხვა”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

news
: news მარტი 8, 2015 15:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics