ჯეიმს აპატურაი – საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ

news
: news თებერვალი 2, 2015 23:19

ჯეიმს აპატურაი – საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ

მნიშვნელოვანი

  • კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით,

სხვა სტატიები

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ. ამის შესახებ აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უკრაინაში განვითარებული მოვლენები დააჩქარებს თუ არა უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს.
“მე არ მინდა ვისაუბრო უკრაინაზე, უკრაინის ნატო-სკენ სწრაფვაზე. მათ ჯერ არ მიუღიათ მისწრაფებაზე გადაწყვეტილება. ჯერჯერობით მხოლოდ გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ ქვეყნის ბლოკს მიღმა სტატუსი. ამიტომ, მოდით დაველოდოთ, საბოლოოდ რას გადაწყვეტენ. რაც სახეზე გვაქვს არის ის, რომ უკრაინა უფრო პროევროპულია და არა მგონია, რომ ეს შეიცვალოს”, – აღნიშნა აპატურაიმ.
მისივე თქმით, ნატო-ს პოზიცია ნათელია და მკაფიო – ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, მათთვის, ვინც დააკმაყოფილებს სტანდარტებს და კრიტერიუმებს.
“ყველაზე მთავარია, რომ მესამე მხარეს არ მივცემთ უფლებას, გადაწყვიტოს ჩვენს ნაცვლად, ან ვეტო დაადოს ჩვენს გადაწყვეტილებას. ამიტომ არის აუციელებელი რეფორმებზე კონცენტრაცია. საქართველო იღებს ისეთ მხარდაჭერას, რომელიც ნატო-ს არ გამოუხატავს არც ერთი არაწევრი სახელმწიფოს მიმართ. არცერთ ასპირანტ ქვეყანას ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია და არ აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამას ხედავს. ეს არის პასუხი ქართველი ხალხის არჩევანზე, მათ მისწრაფებაზე და ამ მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება”, -განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

news
: news თებერვალი 2, 2015 23:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics