ჯეიმს აპატურაი – სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს

ჯეიმს აპატურაი - მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო -

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, სად განთავსდება ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება საქართველომ უნდა მიიღოს. ამის შესახებ ჯეიმს აპატურაიმ “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ინტერვიუში განაცხადა.
“ეს გადაწყვეტილება ნატო-მ არა, საქართველომ უნდა მიიღოს, რადგან ეს არის საქართველოს ტერიტორია. მინისტერიალის დასრულების შემდეგ ძალიან მალე საქართველოში გავაგზავნით ექსპერტების ჯგუფს. მათ ქართულ მხარეს უნდა მისცენ რჩევები და რეკომენდაციები. საქმე ისაა, რომ ერთია აღჭურვილობა და მე ვიცი, რომ ორივე შესაძლო ლოკაციაზე, რომლებზეც მიდის საუბარი, საჭიროა ინფრასტრუქტურა. მეორე საკითხია და ამაში ვეთანხმებით ქართველ კოლეგებს, რომ ადგილი უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, რას უნდა ემსახურებოდეს ეს ერთობლივი ცენტრი.
ჩვენ საბოლოო მონახაზის გაკეთება ჯერ კიდევ გვჭირდება. ერთ ადგილი უკვე დაათვალიერა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, შემდეგი ნაბიჯია ექსპერტების ვიზიტი საქართველოში და ბოლოს – საქართველოს გადაწყვეტილება”, -განაცხადა აპატურაიმ.
კითხვაზე, რა იქნება საწვრთნელი ცენტრის მიზანი, აპატურაიმ განაცხადა, რომ ამაზე უნდა ჩამოყალიბდნენ საბოლოოდ. “ისეთი ცენტრი უნდა გავაკეთოთ, ისეთი შესაძლებლობებითა და ინფრასტრუქტურით, რომ ალიანსის წევრებისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის იყოს საინტერესო. არ გვინდა მაგალითად იყოს ისეთი, როგორც ყველას აქვს. ჩვენი მიზანია, ისეთი ცენტრი ჩამოვაყალიბოთ და ისეთი შეთავაზება გავაკეთოთ, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების და პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს საქართველოში ჩამოიყვანს როტაციით, მათთვის იქნება საინტერესო და მიმზიდველი წინადადება. ამიტომ, ვფიქრობთ რა არის შესაძლებელი. ყველა ქვეყნის შესაძლებლობა სპეციფიურია. მაგალითად, ის, რაც შეიძლება გააკეთო ჩემს ქვეყანაში, ამის გაკეთება ძნელი იქნება საქართველოში, მაგრამ რისი გაკეთებაც შეიძლება საქართველოში, ის რთული იქნება ჩემს ქვეყანაში. ამიტომ, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ რა შეუძლია საქართველოს შემოგვთავაზოს”, – განაცხადა აპატურაიმ და აღნიშნა, რომ საბოლოო პასუხს დღეს ვერ იტყვის. “მაგრამ, მიზნის და ფუნქციების განსაზღვრის ბოლო ეტაპზე ვართ”, – აღნიშნა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა ადეიშვილზე ძებნა გამოაცხადა
შემდეგი სტატიამშობლების ნაწილი იმ ბავშვების სკოლაში მიღებას ითხოვს, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ