ხვალიდან, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთი ლარში აღებულ სესხებზეც გაიზარდოს

news
: news თებერვალი 10, 2015 22:34

ხვალიდან, შესაძლოა, საპროცენტო განაკვეთი ლარში აღებულ სესხებზეც გაიზარდოს

“ეროვნულმა ბანკმა” დოლარის ახალი კურსი დაადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, დოლარი 2 ლარი და 4 თეთრი ღირს, რაც გადამცვლელ ჯიხურებში ავტომატურად კიდევ უფრო მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს.

ქადაგიძის უწყებაში ხვალ რეფინანსირების განაკვეთზე უნდა იმსჯელონ. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი მონაცემების გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი სესხებზე იმ პირებისთვისაც გაიზრდება, ვისაც კრედიტი ეროვნულ ვალუტაში აქვთ აღებული.

დღეისათვის რეფინანსირების განაკვეთი 4%-ია. თუკი ხვალ “ეროვნული ბანკი” მონაცემს გაზრდის, ავტომატურად გაიზრდება პროცენტი იმ მომხმარებლებისთვის, ვისაც სესხი ლარში აქვს გამოტანილი.

შესაძლოა, გაიზარდოს პროცენტი ახალ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.

news
: news თებერვალი 10, 2015 22:34

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,079
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics