ხელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის-მალხაზ პატარია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 17, 2015 20:33

ხელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის-მალხაზ პატარია

,დაბრუნების” თავმჯდომარემ, აფხაზთა კრების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მალხაზ პატარაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის, რაც იქნება ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური დარტყმა ქართველი ერისადმი.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება რუსეთს გადასცემს მიკაელ კადიევს საქართველო შერცხვება დასავლურ ცივილიზაციასთან და ჩრდილოეთ კავკასიაში.

„დღეს მიმდინარეობს საინფორმაციო ღონისძიება აფხაზთა კრების კადიევის საქმესთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ აფხაზთა კრება ატარებს საპროტესტო აქციას 20 იანვარს, დევნილთა სამინისტროსთან, საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით დღეს, საჯარო ადგილებში ჩვენი წარმომადგენლები საზოგდოებასთან განმარტებით ღონისძიებას ატარებენ. ეს განპირობებულია იმით რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს დაღესტნელი უფლება დამცველის, რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტის, მიკაელ კადიევის გადაცემას. მას უარი განუცხადა დევნილთან სამინისტრომ ტოლვილის სტატუსზე, რომელიც დაიცავდა რუსეთში გადაცემისგან. აგრეთვე სასამართლომაც განუცხადა უარი და ახლა საქმე მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში.

მიკაელ კადიევი აგრეთვე გახლავთ პოლიტიკური პატიმარი საქართველოში, მას მიუსაჯეს 2 წლიანი პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა შენახვისთვის. აფხაზთა კრებამ, რომელიც ჩატარდა ზუგდიდში, მოსთხოვა ხელისუფლებას, რომ შეეცვალა კაპიტულანტურიი მაამებლური კურსი რუსეთთან, როგორც ჩანს ხელისუფლება კურსის შეცვალს არ აპირებს და კადიევი არის ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი.

ქალბატონ წულუკიანს აქვს ნათქვამი, რომ ამ გადაცემას ხელს არ მოაწერს, მიუხედავად ამისა მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურა და თუ ამ პროცედურით კადიევს ეთქვა უარი ტოლვილის სტატუსზე ეს შესაბამისად ფორმალურს გახდის შემდეგი ექსტრადაციის პროცედურას. რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს ის საერთოდ არ არის საჭირო, საჭიროა ტოლვილთა და განსახლების მინისტრის ერთი ხელმოწერა, რომელიც შეუძლია დღესაც გააკეთოს. ამიტომ მივმართავთ ქართულ საზოგადოებას რომ აიძულოს საკუთარი ხელისუფლება შეწყვიტოს კოლაბორაციონისტობა და არ გადასცეს კადიევი რუსეთს“. – განაცხადა მალხაზ პატარაიამ.

მიკაილ კადიევი სამართალდამცველებმა 2013 წელს იარაღის უკანონო შენახვისთვის დააკავეს, მას პატიმრობის ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. ამჟამად კი პატიმრობაში მყოფი მიკაილ კადიევი, რომელსაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა და განსახლების სამინისტრომ უარი უთხრა, ამ სტატუსის მოსაპოვებლად უზენაეს სასამართლოში იბრძვის.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 17, 2015 20:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics