ხათუნა ბერძენიშვილის საქმიანობას სარევიზიო კომისია შეისწავლის?

news
: news თებერვალი 9, 2015 14:50

ხათუნა ბერძენიშვილის საქმიანობას სარევიზიო კომისია შეისწავლის?

საკრებულოს ოპოზიცია სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს. საუბარია კომისიის მიერ კრწანისის ყოფილი გამგებლის, ხათუნა ბერძენიშვილის საქმიანობის შესწავლაზე.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – თბილისის“ თავმჯდომარის, ირაკლი აბესაძის განმარტებით, მასალები, რომლებიც კომისიამ მოიძია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ სამსახურში შიდა განხილვის გარეშე გადაიგზავნა, რაც სარევიზიო კომისიის ოპოზიციური ნაწილის მტკიცებით, კომისიის დებულების დარღვევაა.

„კანონმდებლობის დარღვევით ამ მასალების გადაგზავნა არის პირდაპირი მაჩვენებელი და ინდიკატორი იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას კვლავ წარმატებით აგრძელებს საქართველოს ხელისუფლება,“ – განაცხადა აბესაძემ.

ამ საკითხზე კომენტარი კრწანისის რაიონის ყოფილმა გამგებელმა თავადაც გააკეთა. ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც ამჟამად სამოქალაქო სექტორში მოღვაწეობს და ორგანიზაცია „სამართლის თაობის“ დამფუძნებელია, ამბობს, რომ მისი გამგებლობის პერიოდის საქმიანობის შესწავლა არის საპასუხო შედეგი მისი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სამ სხვადასხვა რაიონულ გამგეობაში აღმოჩენილ დარღვევებზე.

„ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ბოლიო პერიოდის განმავლობაში შეისწავლა და წარმოადგინა მერიაში ინფორმაცია კრწანისის, საბურთალოს და სამგორის რაიონებში არსებულ კორუფციულ სქემებსა და სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ბატონ ნუგზარ მალაღურაძეს არანაირი რეაგირება არ ჰქონია. პირიქით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობის გამო შედეგად მივიღეთ შერჩევითი სამართლის პროცესი,“ – განაცხადა ხათუნა ბერძენიშვილმა.

news
: news თებერვალი 9, 2015 14:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics