“წულუკიანი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მისი თანაშემწე უნდა იყოს,” – ზურაბ ჭიაბერაშვილი
მნიშვნელოვანი
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემას უკვე მიაყენა დიდი ზიანი შერჩევითი სამართლითა და ოპონენტების
სხვა სტატიები
- “გიორგი კვირიკაშვილს მძიმე ვითარება ექნება, თუ ის გუნდი აღმოჩნდება უმრავლესობაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ საქართველოს სთავაზობს”
- მსოლიფოს ერთ-ერთი საუკეთესო ვიოლიონო თბილისის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერდ ჩამოდის
- ეროვნული სატყეო სააგენტო და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივ სანიტარულ ჭრებს ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე იწყებს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აზრით, ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო სისტემას უკვე მიაყენა დიდი ზიანი შერჩევითი სამართლითა და ოპონენტების დევნით და შესაბამისად, ვინ გახდება ახალი თავმჯდომარე, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
”ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ” ქართულ სასამართლო სისტემას უკვე მიაყენა უდიდესი ზიანი პოლიტიკური დევნით და შერჩევითი სამართლით, რასაც აკეთებენ და ახლა ამ ხელისუფლების მთავარი გამხმოვანებელი არის იუსტიციის მინისტრი, ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც ცხადად ამბობს იმას, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მისი თანაშემწე უნდა იყოს. ასეთ პირობებში ვის შეარჩევს ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, პრაქტიკულად, აზრს მოკლებულია,” – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.