წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში პატრიარქი ლიტურგიას აღავლენს

სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დაბადებიდან 82 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.

წმინდა ნინოს დღესასწაულთან დაკავშირებით, კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ლიტურგიას აღავლენს.
უწმინდესი კუკიაზე მსახურებას ტაძრის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით მართავს. ტაძარში მალე წმინდა სახარებიდან ადგილს წაიკითხავენ. მსახურების ბოლოს კი პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.
დღეს, 21:00 საათამდე, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი და მორწმუნეებს, მისი მოლოცვის შესაძლებობა ექნებათ.

banner
წინა სტატიაში2013 წლის 10 აპრილი–ბიძინა ივანიშვილი მესამე პოლიტიკურ ძალად ზურაბიშვილს, ბურჯანაძეს და ინაშვილს მოიაზრებს
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახურის თანამშრომელი თანხის გამოძალვისთვის დააკავეს