ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციაური ქსელით გამოეხმაურა.
“ვუსმინე ბიძინა ივანიშვილს: კაცი ისე ლაპარაკობს, როგორც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური. აბა, სამოქალაქო სექტორში წავედიო? ბოლოსკენ მაინც ისაუბრა რაღაც გრანდიოზულ პროექტებზე, რომელთაც თურმე “მოქალაქე” ახორციელებს…
საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, შიდაპოლიტიკაზე საუბრისას პასუხისმგებლობის მოხსნა-გადატანაზე აკეთებდა აქცენტს. განტევების “კაზიოლი” ალბათ ხვდებით – ნაცმოძრაობა იყო. ახლა დავრწმუნდი სრულად, რატომ წავიდა ასე მალე პოლიტიკიდან…
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ მის პოზიციაზე ერთი გამოჩენილი ქართველი მწერლის ნათქვამი ფრაზა გამახსენდა: ჩვენ ხონურად უნდა ვიაროთო.
და კიდევ:
რატომ საუბრობს წამყვანი სახელისუფლებო პოზიციიდან? ეს ალბათ მაინც ქართული ჟურნალისტიკის ეროვნული თავისებურებაა…”– წერს სოციალურ ქსელში გამსახურდია.