ცარნაევმა ბოსტონის ტერაქტის მოწყობა აღიარა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 5, 2015 13:30

ცარნაევმა ბოსტონის ტერაქტის მოწყობა აღიარა

ცარნაევმა ბოსტონის ტერაქტის მოწყობა აღიარაბოსტონში ორი წლის წინ მარათონის მსვლელობისას მომხდარი ტერაქტის მოსმენები გუშინ დაიწყო.
სხდომის დასაწყისშივე ბრალდებული ცარნაევის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.
მისი სიტყვებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში ძმის ზეგავლენის ქვეშ იყო.
ჯოჰარ ცარნაევს, რომელსაც 21 წელი შეუსრულდა, ბრალი 30 მუხლით აქვს წაყენებული.
ორწლიანი პროცესის მსვლელობისას გუშინდელ სხდომაზე პირველად მოხდა აღიარება, რომ ბომბი ცარნაევმა ააფეთქა მარათონზე, რომლის შემდეგადაც 3 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ასობით კი დაიჭრა ან დასახიჩრდა. ბევრი მათგანი გუშინ სხდომას ესწრებოდა.
ადვოკატის გამოსვლა მოსმენების პირველი სხდომის ნამდვილი სენსაცია იყო.
რადგანაც ცარნაევს სიკვდილით დასჯა ემუქრება, ადვოკატი შეეცდება დაამტკიცოს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში უფროსი ძმის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ჯოჰარ ცარნაევი ტერაქტის მოწყობის შემდეგ პოლიციელის მკვლელობაშიც არის ბრალდებული.
სასამართლოზე მოწმის სახით მარათონის მონაწილეებიც დაიკითხნენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 5, 2015 13:30

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics