ჩინური მასაჟის სალონში ადგილს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ

news
: news თებერვალი 8, 2015 10:32 განახლებულია

ჩინური მასაჟის სალონში ადგილს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ

მნიშვნელოვანი

  • გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთის მოქალაქე, 1957 წელს დაბადებული ფეიჟუ ჟ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სხვა სტატიები

თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ადმინისტრატორი, პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩინეთის მოქალაქე, 1957 წელს დაბადებული ფეიჟუ ჟ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდა.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამავე ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში ჩინეთის კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

news
: news თებერვალი 8, 2015 10:32 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


12,443
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics