ჩინეთში იშვიათი ხვლიკის ჭამისთვის მაღალჩინოსნები მოხსნეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში რამდენიმე ოფიციალური პირი გამოძიების მსვლელობისას თანამდებობას დროებით ჩამოაშორეს. საქმე აღიძრა სამხრეთჩინურ ქალაქ შენჩჟენში წითელკანიანი გიგანტური ხვლიკის საჭმელში გამოყენებისთვის.
როგორც Southern Metropolis Daily-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, ისინი ჩინოვნიკებმა ცემეს ტრაპეზის გადაღებისას, რომელსაც ქალაქის პოლიციაც ესწრებოდა.
იშვიათი ჯიშის ხვლიკის ჭამაში 14 ოფიციალური პირია ეჭვმიტანილი.
გასული წლის აპრილში ჩინეთის მთავრობამ საგრძნობლად გაამკაცრა პასუხისმგებლობა იმ პირებისთვის, რომლებიც მოკლავდნენ იშვიათი ჯიშის ცხოველებს.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი “ეროვნული ბანკის” პრეზიდენტს ხვდება
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ახალი ოპერაციები პაკისტანსა და ავღანეთში