ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოში და განვაგრძოთ რეფორმები, არცერთი ჩვენგანი დიდხანს უკრაინაში არ უნდა დარჩეს–მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტისთვის იბრძოლებს?საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაში დაეხმაროს.

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული „მეხუთე არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც უკრაინაში მის მიზნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ უკრაინაში მოვლენები ცუდათ განვითარდება, ეს საქართველოსაც შეეხება.

„პოლიტიკური კონსულტაციები და მოლაპარაკებები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ჩვენი გუნდის წევრები უკვე მუშაობენ უკრაინის მთავრობაში. ვფიქრობ, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი საკმაოდ კვალიფიცირებულია იმისთვის, რომ ამ საქმით დავკავდეთ და უკრაინას კორიფციასთან ბრძოლაში დავეხმაროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინაში ყველაზე ცუდი სცენარი განვითრდება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ღმერთმა ნუ ქნას, უკრაინაში მოვლენები ცუდად განვითარდეს, ეს საქართველოსაც შეეხება. ჩვენ უკრაინის მოვლენებზე ვართ დამოკიდებულები. რა თქმა ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოში და განვაგრძოთ რეფორმები, არცერთი ჩვენგანი დიდხანს უკრაინაში არ უნდა დარჩეს, რადგან უკრაინა უკრაინელებმა უნდა გააძლიერონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ უკრაინას კორუფციასთან ბრძოლაში დავეხმაროთ, შესაბამისად მზად ვარ ანტიკორუფციულ ბიუროს ვუხელმძღვანელო“, – აცხადებს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის გეგმაზეც ისაუბრა.

„პუტინის მიზანი ნათელია და ის არავითარ შემთხვევაში არ წავა დათმობაზე. მას მოვლენების განვითარების ერთადერთი სცენარი აწყობს და მისი განხორციელებაც დაწყებული აქვს. პუტინის გეგმა ასეთია: შექმნას ახალი პლაცდარმი დონბასში, შემდეგ ყირიმისკენ ვოლვონახოს გავლით მოაწყოს დერეფანი და კი თუკი ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით განვითარდა, შემდეგ იქნება ოდესა, მოლდოვა… დნესტრისპირეთი კი ამ დერეფანს შეაერთებს. ამის შემდეგ კი კიევში სამხედრო გადატრიალებებსა, მასობრივ არეულობასა და უკრაინის სახელმწიფოს კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. ახლა მთავარია უკრაინამ ბრძოლის ველზე გაძლოს, ამისათვის სამხედრო რეფორმები და იარაღით დახმარებაა საჭირო. ვიმედოვნებ, ამერიკა უკრაინას იარაღით უზრუნველყოფს, წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინას ძალიან გაუჭრდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ხდება
შემდეგი სტატიაკიევი მსოფლიო ყურადღების ცენტრში