შს მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” აქციის ჩასატარებლად კომფორტს ჰპირდება

news
: news მარტი 17, 2015 15:33

შს მინისტრი “ნაციონალურ მოძრაობას” აქციის ჩასატარებლად კომფორტს ჰპირდება

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად, სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" კომფორტს შეუქმნის.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად, სამინისტრო “ნაციონალურ მოძრაობას” კომფორტს შეუქმნის.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შს მინისტრმა 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, 21 მარტს ექსცესებს არ ელოდებიან.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე, ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს”, _ განაცხადა გომელაურმა.

news
: news მარტი 17, 2015 15:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics