შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს რიგით მესამე მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 23, 2015 17:13 განახლებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს რიგით  მესამე მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

მნიშვნელოვანი

  • შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს რიგით მესამე მსოფლიო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სხვა სტატიები

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად
ქაწაშვილმა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაერთიანებული ერების კატასტროფების
რისკების შემცირების რიგით მესამე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ქაწაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრ
შინზო აბეს და ქალაქ იშიმომაკის მერს, დოქტორ ჰიროში კამეამას შეხვდა.
მხარეებმა ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში კატასტროფების რისკების შემცირების
სფეროში არსებული გამოწვევები გაუზიარეს და მათი გადაჭრის გზები დასახეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ასევე შეხვედრა
გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ
მდივან ვლადიმერ კუვშინოვთან და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და
სამოქალაქო თავადაცვის დირექტორატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე
მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ICDO-ს აღმასრულებელ
საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას, ტრენინგებსა და სემინარებში ქართული
მხარის აქტიურ ჩართულობას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის
სააგენტოსთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემას.
ზვიად ქაწაშვილმა პლენარულ სხდომებში მონაწილეობის პარალელურად საქმიანი
შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ, ბელორუს, ყაზახ, სომეხ, თურქ, ებრაელ,
ლიტველ კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
კონფერენციის დასასრულს, საქართველოს დელეგაციის წევრები გაერო-ს
კატასტროფების რისკების შემცირების ოფისის დირექტორ ადამ ბოლოკოსს შეხვდნენ
და გაერო-სა და მის წევრ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშომლობის საკითხები
განიხილეს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მარტი 23, 2015 17:13 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics