შსს-ს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი განცხადებას ავრცელებს

nino-giorgobiani საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოდან  700 თანამშრომელის  გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება–ამის შესახებ განცხადებას ნინო გიორგობიანი ავრცელებს

თბილისის მასშტაბით სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს 1150 თანამშრომელი, უკვე დანიშნულია 960 თანამშრომელი. პოლიციის კანონთან შეუსაბამობის გამო სააგენტოში ვერ დაინიშნა 80 თანამშრომელი, კონკრეტულად კი შემდეგი მიზეზებით: ნასამართლეობა, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, არიან პიროვნებები რომლებზეც საქმეებია აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება, არასრული საშუალო განთლება. დანარჩენ პიროვნებებზეც გრძელდება კადრების სამმართველოში შესწავლა და თუ დააკმაკოფილებენ შსს-ში მიღების წესს და გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, დაინიშნებიან შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოში.

სააგენტოს პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება, სადაც ყველა მედია საშუალება იქნება მიპატიჟებული.

banner
წინა სტატიაშიარ ვიცი, მერამდედ მოუკლეს ზურა ვაზაგაშვილი მის დედას და მერამდენედ მოკლეს იური ვაზაგაშვილი–ეკა ბესელია
შემდეგი სტატია“ბიძინა, როგორც ჩანს ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ასეთი გაცეცხლებული და გამწარებული ვაზაგაშვილი მე ჯერ არ მინახავს”-ეკა ხვედელიძე