შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1989 წელს დაბადებული ზურაბ ხ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას “კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 185 საბრძოლო ვაზნა და გადაჭრილი თოფი ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიყოფილი ელქაბიძის ქუჩაზე მანქანების მოძრაობა შესაძლოა ორ თვეში სრულად აღდგეს
შემდეგი სტატიავლადიმერ ჟირინოვსკიმ უკრაინის აგრესორ ქვეყნად აღიარება მოითხოვა