შსს-მ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

news
: news მარტი 24, 2015 21:04 განახლებულია

შსს-მ მკვლელობის და ყაჩაღობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

დაკავებული არიან 1996 წელს დაბადებული ჯეიხუნ გ, 1991 წელს დაბადებული ჩარკაზ მ, 1988 წელს დაბადებული ადილ კ, 1985 წელს დაბადებული ზაურ მ. და 1987 წელს დაბადებული მერაბ მ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 22 მარტს, დაახლოებით 21:00 სთ-ზე, თბილისი-წითელი ხიდის 37-ე კილომეტრზე 2 ავტომანქანით მოძრაობდნენ, თავს დაესხნენ იმავე მაგისტრალზე მოძრავი „მერსედესის” მგზავრებს. აღნიშნულ ავტომანქანაში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე იმყოფებოდა.

ბრალდებულებმა ერთ-ერთი მგზავრი – 1980 წელს დაბადებული ნარიმან მ. ცივი იარაღით დაჭრეს, ავტომანქანიდან 160 ათასი აზერბაიჯანული მანათი, 45 ათასი ლარი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნარიმან მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ხუთივე ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

news
: news მარტი 24, 2015 21:04 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics