შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა

news
: news მარტი 21, 2015 10:27 განახლებულია

შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა

მნიშვნელოვანი

  • შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც "თაიმერსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

სხვა სტატიები

შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა. როგორც “თაიმერსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, ურთიერთშელაპარაკებისას, მამა-შვილი – 1959 წელს დაბადებული ნოდარ ე. და 1988 წელს დაბადებული ჯაბა ე. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯაბა ე. მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო ნოდარ ე-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს გურჯაანში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

news
: news მარტი 21, 2015 10:27 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,853
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics