შენ უნდა იჯდე უკვე ციხეში, ეს კი დაგვიანდა, მაგრამ აგისრულდება–სოსო რობაქიძე

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 3, 2015 23:29

შენ უნდა იჯდე უკვე ციხეში, ეს კი დაგვიანდა, მაგრამ აგისრულდება–სოსო რობაქიძე

წერეთელზე 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის საქმის განხილვას, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში , გადაცემა “არჩევანში” სოსო რობაქიძესა და გურამ დონაძეს შორის დაპირისპირება მოჰყვა
“ასე რატომ ნერვიულობ, ბატონო გურამ, შენ თუ მართალი კაცი ხარ?! მართალი ხარ შენ, უნდა იჯდე უკვე ციხეში, ეს კი დაგვიანდა, მაგრამ აგისრულდება”, – მიმართა სოსო რობაქიძემ გურამ დონაძეს.
სოსო რობაქიძის თქმით, პოლიციელებს ტყვია კი არ გაუვარდათ, ყველა ბიჭის დახოცვა უნდოდათ. “ახლა სპეცოპერაცია დაარქვეს და გაუვარდათ ტყვია თურმე. მერე რა გაგივარდათ, 3-5 ბიჭის დაპატიმრება – ეგეც გაგივარდათ?! არაკაცურად ბავშვს რომ არ უშველეთ, ეგეც გაგივარდათ?! ერთი მე გამივარდება და გაჩვენებ მერე, ნახევარი საათი რომ არ გიშველის არავინ და როგორ იქნება, მიიღოს ეს ყველამ თავის თავზე. თუ გაგივარდათ, შტერი პოლიციელები ყოფილხართ და მაგაზეც დასაჭერი ხართ”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

“ბუტა რობაქიძე არც გურამ დონაძეს, არც ზურაბ მიქაძეს, არც ირაკლი ფირცხალავას არ მოუკლავს, ცალსახად დადასტურებულია და ადამიანმა, რომელსაც გაუვარდა იარაღი, აგო პასუხი,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა “არჩევანში” სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 3, 2015 23:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,665
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics