შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა -აკაკი ბობოხიძე

news
: news თებერვალი 4, 2015 14:36

შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა -აკაკი ბობოხიძე

აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღესაც ვნებათაღელვის საგანი გახდა. უმრავლესობამ მისგან დეკემბრის სესიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაც დაპირისპირების საგანიც გახდა.

“შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა. პირველ რიგში თუ ვინმე დავაზიანე, დავაზიანე საკუთარი თავი, თუმცა როცა დავით საგანელიძე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვებს მხოლოდ აკაკი ბობოხიძე იყენებს, ასე არ არის ბატონებო – ყველას უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ… უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და პირველ რიგში შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას მივაყენე. ნამდვილად კარგად მესმის, რომ ნებისმიერი თქვენთაგანი ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში, ვისაც ჩემი სიტყვები არ ეუთვნოდათ. შეგინებაზე პასუხის არგაცემა მართლა მძიმეა და მძიმე არჩევანის წინაშე დაგაყენეთ”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ბობოხიძემ ისიც აღნიშნა, რომ მან მომხართან დაკავშირებით კოლეგებს ბოდიში ტელეფონითაც მოუხადა.

news
: news თებერვალი 4, 2015 14:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics