“ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება,” – პრემიერ-მინისტრი

news
: news თებერვალი 12, 2015 12:57

“ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება,” – პრემიერ-მინისტრი

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მსგავს შეცდომას დაუშვებს, უმკაცრესად დაისჯება.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მერიის მაღალჩინოსნის ჯოკია ბოდოკიას დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პირი, ვინც მსგავს შეცდომას დაუშვებს, უმკაცრესად დაისჯება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის აპარატის უფროსის ქრთამის აღებისთვის დაკავებას პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქართველო არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით და მთავრობა ამ მონაცემის გაუარესებას არ დაუშვებს.

„კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ხელისუფლება აქტიურ პოლიტიკას აწარმოებს და ყველა საჯარო მოხელე, ყველა პირი, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, ან აპირებს ამის გაკეთებას, მინდა იყოს დარწმუნებული, რომ ძალიან მკაცრად დაისჯება. საქართველოს მთავრობამ მიაღწია იმას, რომ მე-11 ადგილზე ვართ მსოფლიოში კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით და ამის გაუარესების უფლებას არ მივცემთ არავის,” – განაცხადა პრემიერმა.

მერიის მოქმედი მაღალჩინოსანი ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით, 180 000 აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე გუშინ დააკავა.

news
: news თებერვალი 12, 2015 12:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics