ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუნარჩუნდა

news
: news იანვარი 16, 2015 11:45

ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი შეუნარჩუნდა

მნიშვნელოვანი

  • რეკრეაციული ზონის სტატუსი აღუდგინეს ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს, რომლის საკითხის განხილვასაც ხმაური მოჰყვა ქალაქის ზონალური საბჭოს სხდომაზე.

რეკრეაციული ზონის სტატუსი აღუდგინეს ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს, რომლის საკითხის განხილვასაც ხმაური მოჰყვა ქალაქის ზონალური საბჭოს სხდომაზე.

გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ეს სარეკომენდაციო ხასიათისაა და შეუნარჩუნდება თუ არა ეს სტატუსის სკვერს საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებას საკრებულო მიიღებს.საბჭო, სტატუსის შენარჩუნების რეკომენდაციით საკრებულოს დღეს მიმართავს.

ამ საკითხის განხილვასას, კი დახურულ სხდომაზე, რომელიც ოთხ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ერთმანეთს დეპუტატი ალეკო ელისაშვილიდა სამშენებლო კომპანიის “ელზურის” წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. სწორედ ეს კომპანია გეგმავს ყაზბეგის გამზირზე 8 სართულიანი კორპუსის აშენებას. ვიდრე სკვერს რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს, კომპანიას მშენელობის უფლება არ აქვს.

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ზონალურ საბჭოს ერთხელ უკვე ჰქონდა მიღებული, საკრებულოს დეპუტატს კი თავისი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდა მოუწევს.

“ბატონ ალეკო ელისაშვილს მოუწევს ბოდიშის მოხდა როგორც ქალაქის მერთან, ისე საბჭოს ყველა წევრთან, რადგან საბჭომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებული იყო – ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის გამოყენება მხოლოდ სარეკრეაციო მიზნებისთვის იქნება შესაძლებელი,” – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

ალეკო ელისაშვილი აცხადებდა, რომ თბილისის მერზე, დავით ნარმანიაზე უშიშროების სამსახურიდან მიდიოდა ზეწოლა აღნიშნულ სკვერში მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

news
: news იანვარი 16, 2015 11:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics