ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს

news
: news იანვარი 10, 2015 18:17

ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს

მნიშვნელოვანი

  • შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეები ყაზბეგიდან ანანურში გადმოიყვანეს. როგორც "თაიმერს" შსს-დან აცნობეს

სხვა სტატიები

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეები ყაზბეგიდან ანანურში გადმოიყვანეს. როგორც “თაიმერს” შსს-დან აცნობეს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან 200-ზე მეტი ტურისტი და მგზავრი ანანურში გადმოიყვანეს. ისინი დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში იყვნენ ჩარჩენილები და გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

მოქალაქეების გადმოსაყვანად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა 10-ზე მეტი რეისი განახორციელეს. მოქალაქეების ანანურიდან ტრანსპორტერებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.

ყაზბეგში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოსაყვანად პირველი რეისი გუშინ შესრულდა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით ყაზბეგიდან თბილისში 70-მდე მოქალაქე გადმოიყვანეს

news
: news იანვარი 10, 2015 18:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,350
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics