“ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა, მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება,” – ეროვნული ბანკი

giorgi qadagidze

“ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა,” – ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. ქადაგიძის განცხაებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ქადაგიძის აზრით, არის პროდუქტების გაძვირების საფრთხე.

“ჩვენი აზრით. ლარის გაუფასურებამ მიაწია იმ ზღვარს. როდესაც არსებობს ინფლაციის საფრთხე, ასევე მოლოდინი ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ამ პროცესებით განსაკუთრებით ზარალდება მოსახლეობა, რომელსაც შემოსავალი აქვს ლარში და გადასახადები დოლარში. ჩვენ შევიმუშავეთ სამომავლო მოქმედებების გეგმა. გამკაცრდება კონტროლი და მონეტარული პოლიტიკა, გამოყენებული იქნება ყველა მაქსიმალური ზონა, რათა შენარჩუნდეს მაკროეკონომიკური სტაბილურობა,” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ქადაგიძემ მთავრობას მოუწოდა – ახალ რეალობას მოარგოს ეკონომიკური ზრდის 5-%-იანი ნიშნული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია რეალური სურათი შეიქმნას. ამისათვის კი ქადაგიძე ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ახალი სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

banner
წინა სტატიაში“იდენტობა” კესარია აბრამიძის დამცირებისთვის ჯაჯანიძის გადაცემის დახურვას ითხოვს
შემდეგი სტატია“საქართველოს ფოსტის” თანამშრომელი ამანათებიდან ძვირფას ნივთებს იპარავდა