ქართული სამზარეულო ვაშინგტონის მორიგი საერთაშორისო აღმოჩენა შეიძლება გახდეს

news
: news მარტი 4, 2015 21:08 განახლებულია

ქართული სამზარეულო ვაშინგტონის მორიგი საერთაშორისო აღმოჩენა შეიძლება გახდეს

მნიშვნელოვანი

  • „ყველას მოსწონს და გვეკითხებიან არის თუ არა ქართული რესტორანი ვაშინგტონში. იმედია მალე გაიხსნება“, - განუცხადა გამოცემას საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ პაატა მაჭავარიანმა.

სხვა სტატიები

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post-ი ქართული სამზარეულოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. სტატიის მიხედვით, ქართულ სამზარეულოს აქვს პოტენციალი მსოფლიოში ცნობილი გახდეს. ჟურნალისტი ქართულ ღვინოზეც წერს.

Washington Post-ის ჟუნრალისტი, ვაშინტონში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორის მამუკა წერეთელის მიერ გაწყობილ სუფრას დაესწრო, სადაც, ჟურნალისტის თქმით, უგემრიელესი ქართული ღვინის გარდა ჩქმერული და ნიგვზიანი ბადრიჯანიც იყო.

„ნეტავ ვაშინგტონში სადმე იყოს ასეთი საჭმლის შეკვეთის საშუალება“, – წერს ჟურნალისტი.

Washington Post-თან საუბარში წერეთელი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს დედაქალაქში ქართული რესტორანი მალე გაიხსნება. წერეთელი უნივერსიტეტის პროფესორობასთან ერთად, ქართული ღვინის მაღაზიის მფლობელიცაა.

„ვგრძნობ რომ მალე გაიხსნება“, – განუცხადა წერეთელმა ჟურნალისტს.

გამოცემის ინფორმაციით, მანჰეტენში ქართული რესტორანი 2013 წელს გაიხსნა. იმავე წელს, კიდევ ორი ასეთი რესტორანი გაიხსნა ნიუ-იორკში, რომლებმაც შესანიშნავი რეცენზიები დაიმსახურეს.

„წერეთელი და სხვები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია. თუ ქართული ღვინისა და პიცის მსგავსი ხაჭაპურის პოპულარობით ვიმსჯელებთ, ქართული სამზარეულო ვაშინგტონის მორიგი საერთაშორისო აღმოჩენა შეიძლება გახდეს“, – წერს სტატიის ავტორი.

ვაშინგტონში ცნობილი რესტორნის Compass Rose’s-ის მფლობელი როუზ პრევიტი აცხადებს, რომ მას სურდა ქართული რესტორნის გახსნა. ის 2012 წლამდე რუსეთში ცხოვრობდა, სადაც, ჟურნალისტის თქმით, ქართული სამზარეულო ძალიან უყვართ. მან კონსულტაცია გაიარა როგორც წერეთელთან, ასევე საქართველოს საელჩოსთან და გადაწყვიტა, რომ ქალაქი შეიძლება ჯერ არ იყოს მზად ამისთვის.

„თანაც ქართველ მზარეულს აქ ყოველდღე ვერ შეხვდები“, -აცხადებს როუზ პრევიტი. მიუხედავად ამისა, ის მაინც აპირებს თავისი რესტორნის მენიუში ხინკლის დამატებას.

Washington Post-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში საქართველოს საელჩო თავის მოწყობილ ღონისძიებებზე, პოპულარობის მატებასთან ერთად, უფრო ხშირად წარადგენს ქართულ საჭმელს და ღვინოს.

„ყველას მოსწონს და გვეკითხებიან არის თუ არა ქართული რესტორანი ვაშინგტონში. იმედია მალე გაიხსნება“, – განუცხადა გამოცემას საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშემ პაატა მაჭავარიანმა.

news
: news მარტი 4, 2015 21:08 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,936
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics