ქართველმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

news
: news თებერვალი 6, 2015 15:21

ქართველმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს

მნიშვნელოვანი

  • 1975 წელს დაბადებული ჰალილ იალდიზკაია თურქეთისა და ნიდერლანდის მოქალაქეა და მასზე საერთაშორისო ძებნა ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს მიერ 2014 წლის 4 დეკემბრიდან იყო გამოცხადებული.

სხვა სტატიები

ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი ქართველმა სამართალდამცველებმა სარფის საბაჟოზე დააკავეს.

1975 წელს დაბადებული ჰალილ იალდიზკაია თურქეთისა და ნიდერლანდის მოქალაქეა და მასზე საერთაშორისო ძებნა ბრიუსელის ინტერპოლის ბიუროს მიერ 2014 წლის 4 დეკემბრიდან იყო გამოცხადებული.

დაკავებულს, ბელგიის კანონმდებლობით, დოკუმენტების გაყალბება, თაღლითობა და კრიმინალური ასოციაციის წევრობა ედება ბრალად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პირი 2001-2008 წლებში ბელგიაში რამდენიმე კომპანიას მართავდა და სწორედ ამ პერიოდში მან მთავრობას 241 დასაქმებული პირის შესახებ ყალბი დეკლარაციები წარუდგინა.

ამჟამად ჰალილ იალდიზკაია დაკავებულია და გადაყვანილია აჭარა-გურიის დროებით მოთავსების იზოლატორში.

მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

news
: news თებერვალი 6, 2015 15:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,381
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics