ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” წევრები ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ

news
: news მარტი 2, 2015 20:41

ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” წევრები ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, ნინო გვენეტაძეს შეხვდნენ.

როგორც “თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე ფრაქციის წევრებმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატისგან მისეული ხედვა მოისმინეს, თუ როგორ წარმოუდგენია მას არჩევის შემთხვევაში მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების განხორციელება.

პარლამენტის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებსაც შეეხო. მათივე ინფორმაციით, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორები” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

news
: news მარტი 2, 2015 20:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,735
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics