ფონდი “იავნანა” ზუგდიდში მცხოვრობ სოციალურად დაუცველ ტასო აკობიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუძენს

ტასო აკობია 8 მცირეწლოვან შვილთან ერთად ზუგდიდის რაიონული სავადმყოფოს ყოფილ შენობაში, 8კვ.მ-ის ფართში უკვე წლებია ცხოვრობსფონდი “იავნანა” ზუგდიდში მცხოვრობ სოციალურად დაუცველ ტასო აკობიას ოჯახს საცხოვრებელ სახლს შეუძენს. ტასო აკობია 8 მცირეწლოვან შვილთან ერთად ზუგდიდის რაიონული სავადმყოფოს ყოფილ შენობაში, 8კვ.მ-ის ფართში უკვე წლებია ცხოვრობს. ის შვილებს მარტო ზრდის. მისი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დაახმარებაა.
ტასო აკობიების ოჯახს ფონდთან შუამდგომლობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გაუწია” იავნანამ” აკობიების ოჯახისთვის 12 ათასი ამერიკული დოლარი გამოყო.
“მადლობა მინდა გადაუხადო “იავნანას” და ყველა იმ ადამიანს ვინც გულთან ახლოს მიიტანა ტასოს და მისი შვილების პრობლემა. ჩვენ დიდი იმედი გავქვს, რომ ვიპოვით ისეთ სახლს, სადაც ტასო და მისი შვილები კარგ პირობებში იცხოვრებენ”, – თქვა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარიამ.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი ღვინიაშვილი – პოლიცია ისეთ პირობებშია, რომ შესაძლოა, მას კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის ეშინოდეს კიდეც
შემდეგი სტატიავაზაგაშვილის საქმეზე დაკავებულ 11 პირს პატიმრობა მიესაჯა