ფეხბურთის ფედერაცია სალაროებთან რიგების მიზეზს განმარტავს

news
: news მარტი 24, 2015 16:47 განახლებულია

ფეხბურთის ფედერაცია სალაროებთან რიგების მიზეზს განმარტავს

მნიშვნელოვანი

  • ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრილია. ამის შესახებ "თაიმერს" ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა.

სხვა სტატიები

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოფხვრილია. ამის შესახებ “თაიმერს” ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსმა, დიმიტრი ბოკერიამ განუცხადა.
მისი თქმით, იმის გამო, რომ “დინამოს” სტადიონზე დამონტაჟდა ახალი ტურნიკეტების სისტემა, ეს მოითხოვდა შესაბამისად ბილეთების ელექტრონული სისტემის ინტეგრირებასაც, რამაც გამოიწვია ტექნიკური სახის პრობლემები, როდესაც დაიწყო ბილეთების ბეჭდვა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა დროულად სალაროების გახსნა და შეიქმნა რიგები.
“ახლა ეს პრობლემა აღმოფხვრილია, ყველა სალარო მუშაობს”, -განაცხადა ბოკერიამ.
მანვე მოუწოდა გულშემატკივრებს, თადარიგი დაიჭირონ და შედარებით ადრე შეიძინონ, როგორც საქართველო-გერმანიის ნაკრებების, ასევე ხვალინდელი, საქართველო-მალტას მატჩის ბილეთები, რომელზეც ბოკერიას თქმით, ძალიან მცირე აქტივობა შეინიშნება.
“სავარაუდოდ, სალაროებს ყველა ხვალ მოაწყდება, თამაშის წინ. ამდენი ადამიანის ერთდოეულად გატარებას სალარო ფიზიურად ვერ ახერხებს. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, თადარიგი დაიჭირონ და ადრე აიღონ ბილეთები”, – განაცხადა ბოკერიამ.

news
: news მარტი 24, 2015 16:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics