უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან თანხების მითვისებისთვის მამაკაცი დააკავეს

news
: news თებერვალი 11, 2015 11:19

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან თანხების მითვისებისთვის მამაკაცი დააკავეს

უკანონო საბანკო ტრანზაქციებისთვის წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თაღლითობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან, დაკარგული პლასტიკური ბარათების გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულად თანხებს დაეუფლა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ავტოსამრეცხაოს და საავტომობილო ზეთების მაღაზიის მფლობელი და დირექტორი იყო, სადაც ერთ-ერთი ბანკის ტერმინალი განათავსა.

2014 წლის 14 ოქტომბერს ტერმინალის საშუალებით ჩატარებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლინდა. კერძოდ, ერთი საათის განმავლობაში დადასტურდა 9 საბანკო ოპერაციის მცდელობა, რომელთაგან წარმატებულად 2 განხორციელდა. საბანკო ოპერაციების მცდელობა ჩინეთის რესპუბლიკის 1 პლასტიკური ბარათის და აშშ-ის 8 პლასტიკური ბარათის მონაცემებით ჩატარდა. წარმატებით განხორციელებულმა საბანკო ოპერაციებმა ჯამში 13 000 ლარი შეადგინა. წარმატებით განხორციელებული ორი ტრანზაქციიდან ერთ შემთხვევაში განაღდებულ იქნა 4 200 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 8 800 ლარი. დადგინდა, რომ პლასტიკური ბარათები, საიდანაც თანხები მოიხსნა, რეალური მფლობელების მიერ დაკარგულად იყო გამოცხადებული. ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით აღნიშნულ ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე მიმდინარეობს.

news
: news თებერვალი 11, 2015 11:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics