უკრაინის უშიშროებამ დივერსანტების მომმარაგებლები დააკავა

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 6, 2015 22:03

უკრაინის უშიშროებამ დივერსანტების მომმარაგებლები დააკავა

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის უშიშროების სამსახურმა, მრავალეტაპიანი ღონისძიების შედეგად შეძლო დაეკავებინა სხვადასხვა რეგიონის დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც დივერსანტებს, ოდესაში ტერაქტების მოსაწყობად საბრძოლო იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით ამარაგებდნენ.

სხვა სტატიები

54d4d44933077_PM715image002უკრაინის უშიშროების სამსახურმა, მრავალეტაპიანი ღონისძიების შედეგად შეძლო დაეკავებინა სხვადასხვა რეგიონის დამნაშავეთა ჯგუფი, რომლებიც დივერსანტებს, ოდესაში ტერაქტების მოსაწყობად საბრძოლო იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით ამარაგებდნენ.
უკრაინის უშიშროების სამსახურისა და შსს-ს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, კიევში, ოდესის და რევენსკის ოლქებში, შვიდი ბოროტმოქმედი მაშინ დააკავეს, როცა ისინი იარაღის გაყიდვას აპირებდნენ. დაკავებულები უკრაინის მოქალაქეები აღმოჩდნენ, რომლებიც რუსული სცენარით მოქმედ დივერსანტებს უკანონოდ ამარაგებდნენ იარაღით.
დაკავებულებისაგან ამოღებული იქნა რვა ყუმბარმტყორცნი, რამდენიმე კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი, სამი ათასამდე ტყვია, ოთხმოცდაათამდე ხელყუმბარა და 2 კილოგრამი ტროტილი.
უკრაინელი სამართალდამცავები, ამ დანაშაულთან დაკავშირებულ სხვა პირების მიმართაც აგრძელებენ სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოებს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 6, 2015 22:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,983
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics