“უკრაინის ტერიტორიაზე ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს”

news
: news თებერვალი 3, 2015 15:59

“უკრაინის ტერიტორიაზე ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს”

მნიშვნელოვანი

  • რამდენადაც მე ვიცი, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ექსპერტის სახით ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს. ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არა მხოლოდ მას. ის კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ ცოტა ორი ქვეყნის მთავრობას, როგორც მე ვიცი

სხვა სტატიები

შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით უკრაინული მხარისთვის ყველა სათანადო დოკუმენტაცია გადაცემულია.

“ჩვენი მხრიდან უკრაინის მხარისთვის არის გადაცემული ყველა სათანადო დოკუმენტაცია, არის პროცედურა დასრულებული. ხოლო გადაწყვეტილებები უკვე, უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე ბატონი ადეიშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით, უკრაინის მხარემ უნდა მიიღოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს შს ყოფილი მინისტრის მოადგილისა და ამჟამად უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი გეწაძის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი უკრაინის მთავრობას კონსულტაციებს უწევს.

„რამდენადაც მე ვიცი, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ექსპერტის სახით ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე მუშაობს. ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არა მხოლოდ მას. ის კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის სულ ცოტა ორი ქვეყნის მთავრობას, როგორც მე ვიცი“, – განაცხადა გეწაძემ.

news
: news თებერვალი 3, 2015 15:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,352
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics